დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-103. 103232572 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.151.016002 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-103. 103232572 2023 წლის 14 სექტემბერი დაბა სტეფანწმინდა |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლი მე-2 პუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: არშაში, გაიბოტენში, გარბანში, ვარდისუბანში, თოთში, სიონში და ფანშეტში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ის და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად. მუხლი 2. განკარგულება გადაეგზავნოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 3. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში. მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ.№17) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები