ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-103. 103232575
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.151.016001
გ-103. 103232575
14/09/2023
ვებგვერდი, 25/09/2023
000000000.00.151.016001
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-103. 103232575

 2023 წლის 14 სექტემბერი

დაბა სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: აბანოში, ალმასიანში, ბურმასიგში, გიმარაში, დესში, ზემო ოქროყანაში, კართსოფელში, კეთრისში, კობში, მნაში, ნოგყაუში, სუატისში, უხათში, ქვემო ოქროყანაში, შევარდენში და ცოცოლთაში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ის და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად.

მუხლი 2. განკარგულება გადაეგზავნოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მუხლი 3. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.

მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ.№17) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე:                                                          დავითი ქირიკაშვილი