დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-103. 103232576 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.151.016006 |
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლი მე-2 პუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: გუდაურში, სოკურიანში და ქუმლისციხეში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ის და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად. მუხლი 2. განკარგულება გადაეგზავნოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 3. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნას მიღებიდან 10(ათი) დღის ვადაში. მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში (მის. ქ.მცხეთა, სამხედროს ქ.№17) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე დავითი ქირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები