დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-103. 103232574 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.151.016005 |
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლი მე-2 პუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: გორისციხეში, ტყარშეტში, ფხელშეში, ყანობში და ხურთისში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები დანართი №1-ის და წარმოდგენილი რუკების შესაბამისად. მუხლი 2. განკარგულება გადაეგზავნოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 3. განკარგულება გადაგზავნილ იქნას სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნას მიღებიდან 10(ათი) დღის ვადაში. მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე/ მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ.მცხეთა, სამხედროს ქ.№17) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე: დავითი ქირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები