საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3498-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.09.001.016751
3498-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 22/09/2023
040030000.09.001.016751
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს შპს „დელოიტი და ტუში“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 244 260 ლარით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ.

4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან (გარე აუდიტორთან) − შპს „დელოიტი და ტუში“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3498-XIIIმს-Xმპ