„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017401
73
19/09/2023
ვებგვერდი, 19/09/2023
040030000.22.034.017401
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №73

2023 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, 040030000.22.034.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: სამინისტროს არქივი (სამმართველო), ადმინისტრაცია (სამსახური), ეკონომიკური სამსახური, ლოჯისტიკის სამსახური, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, იურიდიული განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება, ფსიქოლოგთა განყოფილება, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება.“.

2. მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭო“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის აკადემიის სათათბირო კოლეგიური ორგანო.

2. საბჭოს წევრები არიან: პრორექტორ(ებ)ი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, ადმინისტრაციის (სამსახურის) უფროსი, ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი, იურიდიული განყოფილების უფროსი და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.“.

3. მე-17 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეკონომიკური სამსახური ახორციელებს აკადემიის საფინანსო საქმიანობის მართვას, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებასა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას.

2. ლოჯისტიკის სამსახური ახორციელებს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ქონების დაცვას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ადმინისტრაცია (სამსახური) უზრუნველყოფს, კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს; აკადემიის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს, აგრეთვე, საარქივო საქმიანობის წარმოებას; ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების, ასევე, უცხოეთის ქვეყნებში აკადემიის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინებებისა და ვიზიტების დაგეგმვასა და განხორციელების ხელშეწყობას; სამოქალაქო სექტორთან ეფექტიან ურთიერთობას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას; ვიზუალური, საპრომოციო მასალების დიზაინის შექმნას, საინფორმაციო და აუდიო-ვიდეომასალების დიზაინის ფორმირებას; ფოტო- და ვიდეოარქივის შექმნასა და განახლებას; საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ვიდეორგოლების მომზადებას; პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ტექნიკურ მხარდაჭერას; შემოქმედებით საქმიანობასა და განვითარებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო პროექტების ინიცირებას; საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, დაცვასა და აღრიცხვას; საგამომცემლო საქმიანობას და აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და სხვა დამხმარე მასალით მომარაგებას, ასევე საბიბლიოთეკო ფონდის მკითხველისათვის ხელმისაწვდომობას; სადღეღამისო მორიგეობას; საგანგებო შემთხვევის დროს, აკადემიის დანაყოფების ინფორმირებას მობილიზაციის მიზნით; აკადემიის სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას; აკადემიის იარაღით, საბრძოლო მასალითა თუ აღჭურვილობით მომარაგებას და მათ ბრუნვაზე კონტროლს დადგენილი წესის შესაბამისად.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტროს არქივი (სამმართველო) ახორციელებს საარქივო მასალის შენახვას, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებასა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვით გაცემას, აგრეთვე სხვადასხვა სახის შემოქმედებით, სამეცნიერო-კვლევით (საგამომცემლო, საექსპოზიციო და ა.შ.), საკონსერვაციო (რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, რეზერვაცია) საქმიანობასა და საერთაშორისო მემორანდუმებით ან პროექტებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.“;

ე) მე-10 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე, სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური