დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-742 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080070.22.023.016834 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/07/2018 წელი, 020080070.22.023.016530) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
ბრძანების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. 2023 წლის 25 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მათი მარაგების სრულ ამოწურვამდე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 25 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები