დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ნოემბრის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.33.058.016165 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ნოემბრის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 17 ნოემბრის №3/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 17/11/2022; 010320040.33.058.016154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების I თავის მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების II თავის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (VII1-VII13 თავების გარდა); ზ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; მ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის კანონი; ნ) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება. ო) „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილება; პ) „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილება; ჟ) „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილება; რ) „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილება; ს) „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება; ტ) „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება; უ) „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება; ფ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება. 3. ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების II თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: მუხლი 121. იურიდიული დეპარტამენტის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ადამიანური რესურსების მართვის დარგში) 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის, ფსიქოლოგიის, სამართლის მიმართულებით; გ) უცხო ენა: ინგლისური ან/და რუსული (სასურველია); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების – Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint – კარგ დონეზე ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილება; ი) „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილება; კ) „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილება; ლ) „პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №219 დადგენილება; მ) „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება; ნ) „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება; ო) „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება; პ) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება. ჟ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება. 4. ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების V თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221, 222 და 223 მუხლები: „მუხლი 221. მოსახლობის სტაციონარული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი, მეორე რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) საგანმანათლებლო კვალიფიკაციით – ჯანდაცვა (სპეციალობა: მედიცინა/ფარმაცია/საზოგადოებრივი ჯანდაცვა/ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია); ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის ან/და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით; გ) უცხო ენა: ინგლისური ან/და რუსული (სასურველია); დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგ დონეზე ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ი) შესაბამისი წლის სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები; კ) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება; ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება. მუხლი 222. მოსახლობის სტაციონარული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საგანმანათლებლო კვალიფიკაციით – ჯანდაცვა (სპეციალობა: მედიცინა/ფარმაცია/საზოგადოებრივი ჯანდაცვა/ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია); ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის ან/და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით; გ) უცხო ენა: ინგლისური ან/და რუსული (სასურველია); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების – Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint – კარგ დონეზე ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ზ) შესაბამისი წლის სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები; თ) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება. მუხლი 223. მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი, მეორე რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) საგანმანათლებლო კვალიფიკაციით – ჯანდაცვა (სპეციალობა: მედიცინა/ფარმაცია/საზოგადოებრივი ჯანდაცვა/ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია); ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის ან/და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით; გ) უცხო ენა: ინგლისური ან/და რუსული (სასურველია); დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) კარგ დონეზე ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ი) შესაბამისი წლის სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები; კ) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება; ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.“. 5. ბრძანებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების V თავის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება საგანმანათლებლო კვალიფიკაციით – ჯანდაცვა (სპეციალობა: მედიცინა/ფარმაცია/საზოგადოებრივი ჯანდაცვა/ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია); ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ჯანდაცვის ან/და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით; გ) უცხო ენა: ინგლისური ან/და რუსული (სასურველია); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების – Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint – კარგ დონეზე ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ზ) შესაბამისი წლის სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები; თ) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.“. 6. ბრძანებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების VII თავის 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 31. სტიქიით დაზარალებულთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი; ბ) მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება სოციალური დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, სამართლის, ფინანსების ან/ პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით; გ) უცხო ენა: ინგლისური ან/და რუსული (სასურველია); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების – Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint – კარგ დონეზე ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება. ვ) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება; ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილება; თ) „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №10 განკარგულება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება. მუხლი 32. სტიქიით დაზარალებულთა მონიტორინგის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება სოციალური დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, სამართლის, ფინანსების ან/ პროექტების მენეჯმენტის სფეროში; გ) უცხო ენა: ინგლისური ან/და რუსული (სასურველია); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft Office PowerPoint-ის კარგ დონეზე ცოდნა. 2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება; ვ) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება; ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილება; თ) „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №10 განკარგულება; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის №4 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები