დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.33.058.016164 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ივლისის №3/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 31/07/2014; 470230000.33.058.016076) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის ,,ლ“, ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. რეგულირების სფერო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის სტრუქტურას, მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 3. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ბ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება; გ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვა; დ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება; ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი; ვ) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების შიდა სტანდარტების შემუშავებაში მეთოდური დახმარება; ზ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა; ი) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება; კ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პერიოდული კორექტირება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებიბის წარდგენა; ლ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; მ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა; ნ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) მინისტრთან და/ან კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები; გ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე; ე) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საჯარო და კერძო დაწესებულებებთან; ვ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან (ქვედანაყოფებთან) ერთად; ზ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. 2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრი და/ან კურატორი მინისტრის მოადგილე. მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) სტაციონარული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილება; ბ) ამბულატორიული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილება. მუხლი 6. სტაციონარული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციები სტაციონარული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია: ა) სტაციონარული მომსახურების პროგრამების მართვა; ბ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სტაციონარული მომსახურების პროგრამების, პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება; გ) სტაციონარული მომსახურების პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება; დ) მოსახლეობისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ვაუჩერის მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვაში მონაწილეობის მიღება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის სტაციონარული მომსახურების პროგრამების პერიოდული კორექტირება და დეპარტამენტის უფროსისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; თ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; ი) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა; კ) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 7. ამბულატორიული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციები ამბულატორიული მომსახურების პროგრამების მართვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია: ა) ამბულატორიული მომსახურების პროგრამების მართვა; ბ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ამბულატორიული მომსახურების პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება; გ) ამბულატორიული მომსახურების პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება; დ) მოსახლეობისათვის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ვაუჩერის მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვაში მონაწილეობის მიღება; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა; ზ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების პროგრამების პერიოდული კორექტირება და დეპარტამენტის უფროსისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; თ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა; ი) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა; კ) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 8. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში, იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს დეპარტამენტის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9. განყოფილების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შედის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის მოვალეობა დროებით შეიძლება შეასრულოს განყოფილების ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ. 5. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია განყოფილებაში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ე) დეპარტამენტის უფროსს ყოველთვიურად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ვ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია განყოფილებაში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 10. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები 1. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს განყოფილების უფროსი. 3. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებული არიან განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე. 4. განყოფილების სხვა საჯარო მოსამსახურეები : ა) ასრულებენ განყოფილების/დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე; დ) ხელს უწყობენ განყოფილებაში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას; ე) იხილავენ განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას; ვ) ამზადებენ და განყოფილების უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ზ) პერიოდულად განყოფილების უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ; თ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ბრძანების დანართი №7-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.“.
„დანართი №7
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს და აწესრიგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, პრინციპებს, ძირითად მიზნებს, ამოცანებს, სტრუქტურას, ფუნქციებს, უფლებამოსილების ფარგლებს, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის მოსამსახურეების (საჯარო მოხელეების) უფლება-მოვალეობას. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს შიდა აუდიტორული შემოწმების და საკონსულტაციო საქმიანობის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც არ მონაწილეობს სამინისტროს სისტემის მიმდინარე საქმიანობაში და არ ასრულებს სხვა ფუნქციებს, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობისა. ამასთან დეპარტამენტი მინისტრის დავალებით ასრულებს გარკვეულ საქმიანობას განსაზღვრული მანდატით – დამკვირვებლის/კონსულტანტის როლში. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სამინისტროს დებულებითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. დეპარტამენტი იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით. 4. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 5. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მუხლი 2. შიდა აუდიტის როლი, მიზნები და უფლებამოსილება 1. შიდა აუდიტი არის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნვეყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სიტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს რისკების მართვისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას. 2. შიდა აუდიტი წარმოადგენს საშუალებას, რომელიც აწვდის მინისტრს დამოუკიდებელ რწმუნებას იმისა, თუ სამინისტროს სისტემის შიგნით არსებული კონტროლის მექანიზმები რამდენად ეფექტურია და რა დონით უზრუნველყოფილია რისკების მართვა. 3. შიდა აუდიტი შეფასებაზე დაყრდნობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რაც სამინისტროს ხელსუწყობს რისკების ეფექტურ მართვაში, პროცესების შესაბამისი მიზნების მიღწევაში, კონტროლის სისტემების დახვეწაში და ეფექტური კონტროლის მექანიზმების შენარჩუნების უზრუნველყოფაში. 4. შიდა აუდიტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა სუბიექტზე, სადაც უფლებამოსილია ჩაატაროს სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი და დაეხმაროს სამინისტროს მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარიხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასება; დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 5. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 6. შიდა აუდიტის პროფესიული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აუდიტი უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას, რომლის ბუნებაც და მასშტაბიც თავსებადია მომხმარებელთან და მიზნად ისახავს ღირებულების გაზრდას, სამინისტროს მმართველობით, რისკების მართვის და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას მენეჯმენტისგან პასუხისმგებლობის აღების გარეშე. 7. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელი 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირე და საჯარო მოხელეთა რაოდენობა. 5. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; გ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; დ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ე) შეიმუშავებს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის დებულებას, სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ზ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ი) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; კ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; ლ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას; მ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ნ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ო) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; პ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ჟ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. მუხლი 4. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები 1. დეპარტამენტის საჯარო მოხელე უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). დეპარტამენტის საჯარო მოხელეს, ასევე უფლება აქვს შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა. 2. დეპარტამენტის საჯარო მოხელე ვალდებულია: ა) დაიცვას დეპარტამენტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 5. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 5. შიდა აუდიტის დაგეგმვა 1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია: ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა; ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა; გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა. 2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზეც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა. 3. დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი.სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან და მოიცავს სამწლიან პერიოდს. 4. დეპარტამენტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი. წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. 5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. 6. დეპარტამენტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება დეპარტამენტის უფროსის წინადადებით, რისკის შეფასების საფუძველზე და მტკიცდება მინისტრის მიერ. 7. დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დასაწყისში. 8. დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმები ეგზავნება ჰარმონიზაციის ცენტრს. 9. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შემუშავდება და დეპარტამენტის უფროსის მიერ მტკიცდება აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს და აუდიტის სახეს. მუხლი 6. შიდა აუდიტის ჩატარების ზოგადი წესი და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი 1. შიდა აუდიტის განხორციელება ეფუძნება მინისტრის ბრძანებით დამტიცებულ წლიურ გეგმას და კონკრეტულ აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელსაც შეიმუშავებს აუდიტის ჯგუფი და ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი. ინდივიდუალური გეგმა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე წარედგინება აუდიტის ობიექტს. 2. შიდა აუდიტის ინდივიდუალური გეგმა განსაზღვრავს შიდა აუდიტის სახეს, მოქმედების სფეროს, კონკრეტულ დავალებას, მათ ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტორული შემოწმებისას გამოსაყენებელ მეთოდებს და ტექნიკებს. 3. შიდა აუდიტის ინდივიდუალური გეგმა უნდა მოიცავდეს: ობიექტის დასახელებას, ბიუჯეტს, პროცესის აღწერას, თანამშრომლების რაოდენობას, აუდიტის სახეს, აუდიტის მიზნებს, მოქმედების სფეროს, შესამოწმებელ პერიოდს, აუდიტის ჯგუფის სტრუქტურას და აუდიტორული შემოწმების გრაფიკს. 4. შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნების მისაღწევად გამოიყენება: გასაუბრების, კითხვარებისა და ბლოკსქემების შედგენის, დაკვირვებისა, და დოკუმენტების შესწავლის მეთოდები. 5. შიდა აუდიტორული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, აუდიტორული მტკიცებულებების შეგროვება და დოკუმენტირების პროცესი უნდა განხორციელდეს პროფესიული სტანდარტების დაცვით, რაც დასკვნის გამოტანის, რეკომენდაციის და საბოლოო ანგარიშის მომზადების საფუძველი იქნება. 6. შიდა აუდიტორული საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საბოლოო აუდიტორული ანგარიშის მომზადებით, რეკომენდაციების განხილვით და შიდა აუდიტის ობიექტთან სამოქმედო გეგმის შეთანხმებით, ის ასევე ითვალისწინებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიშის წარდგენას მინისტრისადმი. მუხლი 7. შიდა აუდიტორული ანგარიში 1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად, დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესს, მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. 2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით. 3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები - შეთანხმებულად. 4. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად. 5. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში. 6. თუ დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, მაშინ შეიძლება მოეწყოს შეხვედრა აღნიშნულ უთანხმოებების განსახილველად, რომელსაც დაესწრება აუდიტის ობიექტისა და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მინისტრი. შეხვედრაზე მოხდება უთანხმოების განხილვა და პოზიციების შეჯერება. 7. დეპარტამენტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად უგზავნის მინისტრს. მუხლი 8. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში 1. დეპარტამენტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საკითხს და აღწერს დეპარტამენტის საქმიანობებს, პროგრესს და მუშაობის შედეგებს. ანგარიშში ასახულია: ა) წლიური გეგმის შესრულება: სხვაობა დაგეგმილ და ფაქტობრივად განხორციელებულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს შორის; ბ) დეპარტამენტის მუშაობის შედეგების შეჯამება, ძირითადი საქმიანობის აღწერილობა, მნიშვნელოვანი მიგნებები, დასკვნები და გაცემული რეკომენდაციები; გ) ინფორმაცია დეპარტამენტის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის დონის შესახებ. არსებობის შემთხვევაში საქმიანობის შეზღუდვის ფაქტობრივი მდგომარეობები; დ) მონიტორინგის შედეგები: გაცემული რეკომენდაციების შესრულება სააღრიცხვო პერიოდში და რეკომენდაციებში ასახული ხარვეზების გამოსწორება; ე) დაწესებულების შიდა კონტროლის სისტემის მდგომარეობის შესახებ მოსაზრება; ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ. 2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს. მუხლი 9. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა 1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და დეპარტამენტის თანამშრომლობა ასევე მოიცავს კომუნიკაციას შიდა აუდიტის დაგეგმვის პროცესში.“. 5. ბრძანების დანართი №10-ით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით|: „მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური და ნორმატიული ხასიათის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის (წერილი, განცხადება, მიმართვა, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი პროექტების მომზადება; ვ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; ზ) ნორმატიული აქტების სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონულ პროგრამაში ფორმირება; თ) სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ლ) ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; სამინისტროს ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის პერიოდული განახლება; მ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადების ხელშეწყობა, სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა; ნ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა და დადგენილი წესით კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ო) მინისტრის მიერ დასანიშნ თანამდებობებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; პ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე, ასევე, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ჟ) სტაჟირებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და პროცესის ზედამხედველობა; რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები