„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016603
20
18/09/2023
ვებგვერდი, 19/09/2023
010250050.35.158.016603
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2023 წლის 18 სექტემბერი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ივლისის №35 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 21/07/2016, 010250050.35.158.016307) დამტკიცებულ  დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ბოლნისის საპატიო  მოქალაქის  მედალი, შესაბამისი სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო 1000 (ერთი ათასი)  ლარის  ოდენობით.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური, სადაც აისახება  საპატიო მოქალაქის  შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი