,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 71/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 470030000.22.035.017091
71/ნ
29/09/2023
ვებგვერდი, 02/10/2023
470030000.22.035.017091
,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №71/ნ

2023 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებაში (სსმ, №35, www.matsne.gov.ge; 24/03/2009; 470.030.000.22.035.012.917) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის 19​1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით შემდეგი რედაქციით:

„191. ჩანაწერებს სამედიცინო დანიშნულების ისეთი ინვაზიური მოწყობილობის/საგნის გამოყენების შესახებ (აღინიშნება მარკა, მოდელი, ეტიკეტი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები), რომელთა ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე (ქსოვილებზე, ღრუებზე და სხვ.) ხორციელდება სრული ან ნაწილობრივი იმპლანტაციის გზით (მათ შორის, წამლის შემცველი ან  წამლით დაფარული სტენტები, ენდოვასკულური ან ნევროლოგიური იმპლანტები, გულის ხელოვნური სარქველები, მკერდის სილიკონის იმპლანტები, ინვაზიური ნეიროსტიმულატორები, შუნტები) აწარმოებს ექიმი, ან მისი დანიშნულების შემსრულებელი ექთანი, რასაც ხელმოწერით ადასტურებს მკურნალი ექიმი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი