დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის №119 ბრძანებით დამტკიცებულ „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 170 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 12/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016312 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის №119 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016155) დამტკიცებულ „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა – ამ წესის მიზნებისთვის ამ ტერმინს აქვს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 აგვისტოს №161 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობა.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას ან/და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას, ვალდებულია: ა) დანერგოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, როგორც მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილი, რათა უზრუნველყოს: ა.ა) საკუთარი ობიექტებისა და პერსონალის უშიშროება, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სააერნაოსნო მომსახურების დაცვის მიზნით; ა.ბ) მიღებული, დამუშავებული, ნებისმიერი სახით გამოყენებული მონაცემების დაცვა იმგვარად, რომ მათზე წვდომა ნებადართული იყოს მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის“; ბ) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული სხვა შესაბამისი მოთხოვნების შესრულება.“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31-33 პუნქტები: „31. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, საწარმო ვალდებულია შეიმუშაოს/განსაზღვროს: ა) უშიშროების პროცედურები, რომლებიც შეეხება უშიშროებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას, მათ შემცირებას, საავიაციო უშიშროების კუთხით ხარისხის კონტროლს და საავიაციო უშიშროების დონის ამაღლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების აღწერას, კონტროლის ღონისძიებების შედეგების ანალიზს და მის საფუძველზე განსახორციელებელი ქმედებების აღწერას; ბ) საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი პერსონალისთვის გამაფრთხილებელი შეტყობინების მიწოდება; გ) საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული დარღვევებით გამოწვეული შედეგების კონტროლი და შემდგომი გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა დარღვევის განმეორებით თავიდან აცილების მიზნით. 32. საწარმომ, რომელიც ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას ან/და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას საკუთარი ობიექტების, პერსონალის და მონაცემების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს პერსონალის ანკეტური მონაცემების შემოწმება და სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 33. საწარმომ, რომელიც ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურებას ან/და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას, უნდა უზრუნველყოს აუცილებელი ზომების გატარება საკუთარი სისტემების, მათი შემადგენელი კომპონენტებისა და მონაცემების ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აგრეთვე ნებისმიერი სახის კიბერშეტევის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს საწარმოს საქმიანობის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. შენიშვნა: ინფორმაციულ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი გარემოება ან მოვლენა, რომელმაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს საოპერაციო გარემოზე, სისტემებზე ან/და მათ შემადგენელ კომპონენტებზე, რომლის მიზეზია ადამიანის მიერ განხორციელებული (შემთხვევით, მიზანმიმართულად, წინასწარ განზრახვით, გაუფრთხილებლობით ან შეცდომით ჩადენილი) ქმედება, გამოწვეული ინფორმაციაზე ან საინფორმაციო სისტემებზე უნებართვო წვდომით, მათი გამოყენებით, გასაჯაროვებით, წვდომაზე უარის თქმით, შეფერხებით, შეცვლით ან განადგურებით. აღნიშნული არ მოიცავს ფიზიკურ საფრთხეებს.“. 4. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საწარმოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებ(ებ)ის უსაფრთხოებაზე, ხარისხზე და საავიაციო უშიშროებაზე.“. 6. 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 აგვისტოს №161 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად;“. 7. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევისათვის საწარმო ვალდებულია, გააჩნდეს უსაფრთხოების მართვის სისტემა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.“ 8. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს საწარმო შეიმუშავებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 აგვისტოს №161 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის“ მე-3 თავის მოთხოვნების შესაბამისად.“. 9. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საწარმო ახორციელებს მეთვალყურის სწავლებას „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №234 ბრძანების მე-9 თავის შესაბამისად.“. 10. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საწარმომ საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება უნდა განახორციელოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 14 აგვისტოს №161 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის“ მე-6 თავის მოთხოვნების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები