ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი № 1-1/43
დოკუმენტის მიმღები სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 12/09/2023
დოკუმენტის ტიპი სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 330090000.80.093.016009
№ 1-1/43
12/09/2023
ვებგვერდი, 14/09/2023
330090000.80.093.016009
ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №1-1/43

2023 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე, 41-ე და 43-ე მუხლების, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებისა და „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №590 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა“ (დანართი №1).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსიიოანე მენაბდე