„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2023
ძალაში შესვლის თარიღი 25/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240060.22.034.017399
71
12/09/2023
ვებგვერდი, 13/09/2023
010240060.22.034.017399
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №71

2023 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, №94, 02/07/2007, 010.240.060.22.034.010.501) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ი1) ცნობა − ამ წესის III, III1, III2, III4, III5, III8, IV, IV1 და IV2 თავებით გათვალისწინებული ცნობა;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი − „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციის, ავტორიზაციის, იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის და ავტორიზებული პირის მიერ მისთვის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 29 აგვისტოს №84 ბრძანებით დამტკიცებული წესით ავტორიზებულ დაინტერესებულ პირად რეგისტრირებული მონაცემთა სუბიექტი;“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„რ1) ავტორიზებული მომხმარებელი − ავტორიზებული მოგირავნე, ნოტარიუსი (ნოტარიუსის შემცვლელი), ავტორიზებული ლიზინგის გამცემი, ამ ინსტრუქციის 181 მუხლით განსაზღვრული პირი;“.

2. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41

1. სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით რეგისტრაციისთვის ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ იმავე სისტემაში წარდგენილი საინფორმაციო ბარათი უნდა შეიცავდეს:

ა) გირავნობის გარიგების შედგენის თარიღსა და ნომერს;

ბ) მონაცემებს მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია უფლებამოსილების შესახებ);

გ) დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს;

დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის მაქსიმალურ თანხას ან გირავნობის გარიგებაში აღნიშნული თანხის განსაზღვრის ფაქტის დადასტურებას;

ე) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტის ნომერს, რომელშიც ასახულია ინფორმაცია გარიგების დადების დროისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა);

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს თანხმობის არსებობის დადასტურებას, თუ გირავნობით იტვირთება არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის ღირებულება 1000 ლარზე მეტია;

ზ) კანონით განსაზღვრულ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს/საფასურის გადახდის თაობაზე ინფორმაციის დადასტურებას.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, ავტორიზებული მოგირავნე უფლებამოსილია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს მის მიერ გირავნობის გარიგების დადებაზე, გაუქმებაზე ან/და გირავნობის რეგისტრაციაზე (მის გაუქმებაზე, შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანაზე ან სხვა) მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მინიჭებული უფლებამოსილება. აღნიშნული წესით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ავტორიზებული მოგირავნის მიერ წარმომადგენლისა და მისი უფლებამოსილების მითითებას გააჩნია იურიდიული ძალა. ამასთან, ავტორიზებულ მოგირავნეს ეხსნება სააგენტოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ან მატერიალური სახით წარდგენის ვალდებულება.

3. თუ არ არსებობს გირავნობის უფლების რეგისტრაციაზე ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, სააგენტო ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციას ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში საინფორმაციო ბარათისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. ერთი საინფორმაციო ბარათით შესაძლებელია მხოლოდ ერთი დასაგირავებელი სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

4. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში საინფორმაციო ბარათთან ერთად ავტორიზებული მოგირავნე  ვალდებულია ელექტრონული ფორმით ატვირთოს:

ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ელექტრონული დოკუმენტი ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი, თუ გირავნობით იტვირთება არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება.

5. თუ გირავნობის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის მომსახურების გაწევა მოთხოვნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთვა დაიშვება საინფორმაციო ბარათის ატვირთვის შემდეგ, მაგრამ არუგვიანეს საინფორმაციო ბარათის ატვირთვიდან ორი სამუშაო დღისა.

6. თუ ამ წესის 31 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციისათვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები დიდი მოცულობისაა, ავტორიზებულ მოგირავნეს უფლება აქვს ასეთი დოკუმენტები (გარდა საინფორმაციო ბარათისა) წარადგინოს უშუალოდ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.

7. ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციისათვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები (გარდა საინფორმაციო ბარათისა) წარადგინოს უშუალოდ სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მათი ელექტრონული ფორმით ატვირთვას ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტორიზებული მოგირავნე/ნოტარიუსი (მის შემცვლელი) ვალდებულია დოკუმენტები სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში წარადგინოს, თუ გირავნობის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის მომსახურების გაწევა მოთხოვნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის:

ა) მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით ან მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში − მომსახურების გაწევის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს წინა სამუშაო დღისა;

ბ) მე-10 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში − საინფორმაციო ბარათის ატვირთვიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო საათისა.

9. ავტორიზებული ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) თავისუფლდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის ვალდებულებისგან, თუ იგი სააგენტოში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების შესრულების, ამ ვალდებულების შესრულების ვადისა და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების შესახებ წერილობით გააფრთხილებს მოგირავნეს. ავტორიზებული ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ მოგირავნის წერილობითი გაფრთხილების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების სააგენტოში წარდგენის ვალდებულება ეკისრება მოგირავნეს.

10. თუ გირავნობის გარიგებით გათვალისწინებულია ერთზე მეტი სატრანსპორტო საშუალების გირავნობით დატვირთვა, ავტორიზებული მოგირავნე და ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) უფლებამოსილია გირავნობის გარიგება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარადგინოს ერთხელ, თუ ასეთი უფლების გამოყენებისას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიეთითება გირავნობის გარიგების ერთხელ უკვე წარდგენის დამადასტურებელი, აღნიშნული სისტემის შესაბამისი ველით განსაზღვრული ინფორმაცია.

11. გირავნობის გარიგების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთვისა და სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში წარდგენის მიზანია ავტორიზებული მოგირავნისა და ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების საინფორმაციო ბარათში შეტანასთან/პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარვეზის შედეგად შესაძლო ტექნიკური შეცდომების აღმოჩენა სააგენტოს მიერ და გირავნობის გარიგებაში ასახულ იმავე მონაცემებთან შედარება.

12. ავტორიზებული მოგირავნე ვალდებულია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთული ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების დედნები შეინახოს სულ მცირე სააგენტოში გირავნობის უფლების რეგისტრაციის ვადით, ხოლო ამ პერიოდში სააგენტოს მიერ დოკუმენტების დედნების წარდგენის მოთხოვნის (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე) შემთხვევაში, უზრუნველყოს მისთვის აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში. დოკუმენტების ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის შენახვის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ავტორიზებული მოგირავნის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთული ელექტრონული დოკუმენტები (მათ შორის, მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი) დამოწმებულია ან/და დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

13. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით გირავნობის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, რომელიც დასტურდება ელექტრონული ქვითრით ან ავტორიზებულ მომხმარებელსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარი (ავანსი) ან შემდგომი უნაღდო ანგარიშსწორებით.

14. თუ საინფორმაციო ბარათს ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებსა და სააგენტოში დაცულ მონაცემებს შორის ფიქსირდება შეუსაბამობა/უზუსტობა ან თუ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზებულ მომხმარებელს მოსთხოვოს შეუსაბამობის/უზუსტობის აღმოფხვრა ან/და შესაბამისი დოკუმენტების ელექტრონული ან/და მატერიალური სახით წარდგენა, რისთვისაც მას განუსაზღვრავს ვადას. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის ავტორიზებული მომხმარებლისათვის გაცნობას სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ელექტრონული დოკუმენტის ატვირთვით ან შესაბამისი მოთხოვნის მატერიალური ფორმით წარდგენით. დოკუმენტების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადა არ გაითვალისწინება გირავნობის უფლების რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. თუ ავტორიზებული მოგირავნე დადგენილ ვადაში არ წარადგენს სათანადო დოკუმენტს, სააგენტო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს მოთხოვნა გირავნობის უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

15. ელექტრონული სახით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორიზებულ მომხმარებელს.

16. სააგენტო უფლებამოსილია გირავნობის უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის ან გირავნობის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებები შეასრულოს და გასცეს მატერიალურად ან ელექტრონულად, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. ელექტრონული დოკუმენტები ავტორიზებული მოგირავნისათვის და ნოტარიუსისათვის (მისი შემცვლელისათვის) ჩაბარებულად ჩაითვლება სააგენტოს მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთვისთანავე/გამოქვეყნებისთანავე.

17. ამ თავის მიზნებისთვის, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ასატვირთად, ავტორიზებული მოგირავნე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, ხოლო ავტორიზებული მოგირავნის წარმომადგენელი და ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) − კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. ასეთ შემთხვევაში მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

18. სააგენტოში წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო ბარათი ხელმოწერას ან/და შტამპს არ საჭიროებს.“.

3. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტოში წარდგენილი არ იქნა ამ წესით განსაზღვრული მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტები ან წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; “.

4. 145 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოსთან გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ავტორიზებული ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია ელექტრონული საინფორმაციო ბარათის საფუძველზე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია ან/და მიიღოს ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურება.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ  სატრანსპორტო საშუალებაზე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ელექტრონული სახის საინფორმაციო ბარათი, რომელიც უნდა შეიცავდეს:“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლიზინგის საგნის სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მონაცემი მითითებული იყო ლიზინგის ხელშეკრულებაში ასახული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის შესახებ ლიზინგის გამცემის ელექტრონულ დოკუმენტში;“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სააგენტოში წარდგენილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საინფორმაციო ბარათი ხელმოწერას ან/და შტამპს არ საჭიროებს.“;

დ) მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, ავტორიზებული ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია ელექტრონული სახის საინფორმაციო ბარათში მიუთითოს:“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„5. ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული სახის საინფორმაციო ბარათის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რის თაობაზე ლიზინგის გამცემს ეცნობება ელექტრონული სახით.“;

ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ავტორიზებული ლიზინგის გამცემს უფლება აქვს ლიზინგით გადასაცემი სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა მოითხოვოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რისთვისაც წარდგენილი ელექტრონული სახის დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ლიზინგის საგნის სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს.“.

5. 146  მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლიზინგის გამცემის განცხადება, ხოლო ამ წესის 145 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში − ელექტრონული სახის საინფორმაციო ბარათი;“.

6. II1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის II2 თავი:

 

თავი II2

ცნობის გაცემის ზოგადი მოთხოვნები

 

მუხლი 1411

1. ცნობის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების სააგენტოში წარდგენა დასაშვებია:

ა) მატერიალური სახით;

ბ) ელექტრონული სახით, თუ:

ბ.ა) დოკუმენტი დადასტურებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

ბ.ბ) დოკუმენტი წარდგენილია ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ, ამ წესის III3 თავით გათვალისწინებული წესით;

ბ.გ) დოკუმენტი წარდგენილია ავტორიზებული მომხმარებლის მიერ ან მისი მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის/პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ამ წესის II და II1 თავებითა და 181 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიღების მიზნებისათვის.

2. დაინტერესებული პირი, რომელიც სააგენტოს მიმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, უფლებამოსილია შესაბამისი ცნობის გაცემასთან ერთად მოითხოვოს მისი უცხოურ ენაზე თარგმნა და ცნობისა და მისი ნათარგმნი დოკუმენტის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს არ საჭიროებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტები ან ინფორმაცია არ მოიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ მონაცემებს, სააგენტოს უფლება აქვს, დაზუსტების მიზნით, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა უზრუნველყოს დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენა. თუ დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნა განუხილველად დატოვოს.

6. ცნობის გაცემისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ სხვა უფლებამოსილი პირისაგან დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვისათვის, აგრეთვე, მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისათვის გახარჯული დრო.

7. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები სააგენტოს უნდა წარედგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს ამ პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

8. სააგენტო უფლებამოსილია ცნობის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის ან ცნობის გაცემის მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებები მოამზადოს და გასცეს მატერიალურად ან ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის 1413 მუხლით განსაზღვრული დებულებები.

9. ცნობის მისაღებად სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში დაინტერესებული პირის გამოცხადების ვალდებულების, აგრეთვე, ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ცნობის მატერიალური ფორმითა და ელექტრონული ფორმით შესრულებული ცნობის მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) სახით შექმნის შემთხვევებზე.

 

მუხლი 1412

1. ცნობა იქმნება და გაიცემა ელექტრონული ფორმით და წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც დასტურდება სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით/კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ელექტრონული სახით ცნობის გაცემა, გაცნობა და ჩამოტვირთვა ხორციელდება:

ა) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის – www.sa.gov.ge მეშვეობით, ხოლო თუ დაინტერესებული პირი ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტია, აგრეთვე, სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით;

ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის/პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, თუ დაინტერესებული პირი ავტორიზებული მომხმარებელია.

3. დაინტერესებული პირისათვის ელექტრონული სახის ცნობა ჩაბარებულად ჩაითვლება სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით დოკუმენტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ან/და სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში/პროგრამულ უზრუნველყოფაში განთავსებისთანავე/ატვირთვისთანავე.

4. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, აგრეთვე, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით შესრულებული ცნობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული წესით, სააგენტოს მიერ შესაძლებელია ასევე დამზადდეს მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) სახით.

5. ელექტრონული ფორმით შესრულებული ცნობისა და ნათარგმნი დოკუმენტის მატერიალურ ამონაბეჭდს (ელექტრონული დოკუმენტის ასლს) ხელს აწერს და ადასტურებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

6. ცნობა ასევე შესაძლებელია შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში  ან როდესაც ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია კანონით დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის შექმნა.

7. ელექტრონული ფორმით შესრულებული ცნობის ლეგალიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გაცემის შემდეგ ცნობა სააგენტოს მიერ ასევე მზადდება მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) სახით.

8. აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას დაქვემდებარებული ცნობის უცხოურ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტი იქმნება იმ ფორმ(ებ)ით, რა ფორმ(ებ)ითაც შეიქმნა/დამზადდა ცნობა.

9. ცნობა შესაძლებელია შეიქმნას და გაიცეს, ხოლო  ელექტრონული ფორმით შესრულებული ცნობის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი) დადასტურდეს ამ მუხლის პირველი-მე-7 პუნქტებისაგან განსხვავებული წესით, თუ ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

 

მუხლი 1413

1. სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.sa.gov.ge ელექტრონული ფორმით გაცემული ცნობის ჩამოტვირთვა და გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისათვის წერილობითი, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ფორმით გადაცემული, სააგენტოს მიერ განსაზღვრული იდენტიფიკატორის გამოყენებით.

2. ელექტრონული ფორმით შესრულებული ცნობა, რომელსაც დართული აქვს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი/კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდსა და სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში ინახება გაცემიდან 3 თვის განმავლობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ცნობა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში ინახება და მისი ჩამოტვირთვა და გაცნობა შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გარეშე.“.

7. მე-16 მუხლის მე-5მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. 171 მუხლის მე-8მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

9. 172 მუხლის მე-5მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

10. III3 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი III3

ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის წესი

 

მუხლი 173

1. ავტორიზებულ მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სააგენტოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით სააგენტოს წარუდგინოს ელექტრონული დოკუმენტი და მოითხოვოს მის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად:

ა) ცნობის გაცემა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნა;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება.

2. ავტორიზებულმა მონაცემთა სუბიექტმა მომსახურების გაწევისათვის სააგენტოში წარდგენილ ელექტრონულ დოკუმენტში უნდა მიუთითოს:

ა) მომსახურება, რომლის მიღებაც მას სურს;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ელექტრონული დოკუმენტის, ასევე მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) სახით დამზადების შემთხვევაში (ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის ან ამ წესის 1412 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში), აგრეთვე:

გ.ა) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პირადი ნომერი და დაბადების თარიღი), თუ ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი სააგენტოში ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) მიღებას უზრუნველყოფს წარმომადგენლის მეშვეობით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებად ჩაითვლება მის მიერ წარდგენილ ელექტრონულ დოკუმენტში მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შევსება;

გ.ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, რომელშიც ავტორიზებულ მონაცემთა სუბიექტს სურს ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) მიღება (სტრუქტურული ერთეულის არჩევა ხდება ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ჩამონათვალიდან);

გ.გ) საფოსტო/საკურიერო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულების მონაცემები, თუ ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი სააგენტოში ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) მიღებას უზრუნველყოფს საფოსტო/საკურიერო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულების მეშვეობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას სააგენტოს მიერ გამოიყენება ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის ავტორიზებულ პირად რეგისტრაციისას შენახული შესაბამისი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და სხვა).

4. ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი ვალდებულია ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად გენერირებული საფასურის გადახდის ველის მეშვეობით, ელექტრონული სისტემის მიერ განსაზღვრული დროის მონაკვეთში, ელექტრონულად გადაიხადოს სააგენტოს მომსახურების საფასური.

5. ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ სააგენტოში წარდგენილ ელექტრონულ დოკუმენტში აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომსახურების გაწევის შედეგად დამზადებული ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი) სააგენტოს მიერ გაიცემა:

ა) ავტორიზებულ მონაცემთა სუბიექტზე;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირზე;

გ) ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მიერ წარდგენილ ელექტრონულ დოკუმენტში მითითებულ საფოსტო/საკურიერო მომსახურების განმახორციელებელ დაწესებულებაზე (ამ დაწესებულების თანამშრომელზე).

6. სააგენტო არ უზრუნველყოფს მომსახურების გაწევის შედეგად დამზადებული ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტისათვის (ან სხვა ადრესატისათვის) გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.

7. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ავტორიზებულ მონაცემთა სუბიექტსა და ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე. აგრეთვე, აღნიშნული პირების მიერ მათთვის დაკისრებული ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ და არაჯეროვან შესრულებაზე.

8. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ან სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში განთავსებული (ატვირთული) მონაცემების ნამდვილობა.

9. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას სააგენტო  უფლებამოსილია:

ა) სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ან სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში განათავსოს მომსახურების გაწევის პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს, სააგენტოს მობილურ აპლიკაციას ან სააგენტოს;

გ) უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, თუ ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას ან არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამართლებრივი საფუძვლები;

დ) გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

10. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მომსახურების გაწევისას ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი ვალდებულია:

ა) დაიცვას მომსახურების გაწევისათვის დადგენილი წესები და პროცედურები;

ბ) მომსახურების გაწევამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდა;

გ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან მიიღოს მომსახურების გაწევის შედეგად ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამზადებული ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი);

დ) მომსახურების გაწევისას მოითხოვოს მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავება;

ე) მის მიერ წარდგენილ ელექტრონულ დოკუმენტში ზუსტად და სრულყოფილად შეავსოს შესაბამისი მონაცემები.“.

11. 175 მუხლის მე-5მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

12. 178 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. III6 თავი ამოღებულ იქნეს.

14. III7 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის III8 თავი:

 

თავი III8

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობის სახით გაცემის წესი

 

მუხლი 1724

1. ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან ცნობის სახით გასცეს ინფორმაცია:

ა) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლებისა;

ბ) გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ;

გ) იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;

დ) სატრანსპორტო საშუალების  მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ.

2. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობაში აისახება ინფორმაცია იურიდიული პირის (სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (მისი უფლებამონაცვლე)) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, აგრეთვე, დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცნობები გაიცემა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ო3“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 1725

1. 1724 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა გაიცემა:

ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით;

ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით;

გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით.

2. 1724 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის გაცემისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი;

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით;

დ) მესამე პირის მიერ წარდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით;

ე) მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

3. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

4. 1724 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დაინტერესებული პირი ვალდებულია, 1724 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის  მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად).

5. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე განაჩენი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ასეთი პირისათვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს და მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით.

6. 1724 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები, ან წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის შესახებ 1724 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ნასამართლობასთან ან/და ძებნასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

ე) წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება;

ვ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდის ვალდებულებისგან;

ზ) მონაცემთა სუბიექტი გარდაცვლილია;

თ) არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

 

მუხლი 1726

1. გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ.

2. გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა:

ა) მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით;

ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით;

გ) მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მესამე პირის მოთხოვნით;

3. გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის მიმართვა, რომელშიც მითითებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (სახელი, მამის სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე პირადი ნომერი ან/და დაბადების თარიღი);

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი) ან მონაცემთა სუბიექტის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით;

დ) მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

4. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

5. დაინტერესებული პირი ვალდებულია, გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად).

6. გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოქმედებს უვადოდ.

7. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნა ამ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, დეპარტამენტი ასეთი გადაწყვეტილების მოძიების მიზნით მიმართავს შესაბამის საქმის მწარმოებელ ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს/უფლებამონაცვლეს (საგამოძიებო ორგანოს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის უწყებებს) და თუ მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ ვერ დასტურდება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი სააგენტოს აწვდის ინფორმაციას პირის მიმართ გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის არქონის თაობაზე, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებით.

8. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძებნება ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პირისათვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის აღსრულების თაობაზე, დეპარტამენტი ასეთი ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო). თუ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მოპოვებული ინფორმაციით ვერ დასტურდება ამ პირის მიმართ სააღსრულებო წარმოების დაწყების/მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და, ამასთან, გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ვადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი სააგენტოს აწვდის ინფორმაციას პირის მიერ გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის არქონის ფაქტის არარსებობის შესახებ.

9. გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

დ) ვერ ხერხდება მონაცემთა სუბიექტის შესახებ გაქარწყლებულ ან/და მოხსნილ ნასამართლობასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა;

ე) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ვერ ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის ან/და მესამე პირის იდენტიფიცირება;

ვ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდის ვალდებულებისგან;

ზ) არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

10. გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა არ შეიცავს ინფორმაციას პირის ნასამართლობისა და ძებნის თაობაზე.

 

მუხლი 1727

1. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა გაიცემა:

ა) იურიდიული პირის მოთხოვნით, მის შესახებ არსებული ინფორმაციის თაობაზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სამართალმემკვიდრის, უფლებამონაცვლის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მოთხოვნით;

გ) ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, მესამე პირის მოთხოვნით.

2. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება იურიდიული პირის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული, უცხო ქვეყნის იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტისა და რეგისტრირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ იურიდიული პირი, რომლის შესახებაც უნდა გაიცეს ცნობა, უცხო ქვეყანაშია რეგისტრირებული;

გ) სამართალმემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მოთხოვნით;

დ) უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მოთხოვნით;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ დაინტერესებული პირი ფიზიკური პირია;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

4. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა მოქმედებს მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დაინტერესებული პირი ვალდებულია ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად.

5. თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ იძებნება ამ საქმეზე განაჩენი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ან მის სამართალმემკვიდრეს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის უწყებებს. თუ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ ვერ დადასტურდა განაჩენის არსებობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა ცნობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაუკისრებლობის შესახებ.

6. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

გ) ვერ ხერხდება იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

დ) წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტებით ვერ ხორციელდება იურიდიული პირის ან/და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება;

ე) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდის ვალდებულებისგან;

ვ) არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

 

მუხლი 1728

1. სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხული ინფორმაცია 2010 წლიდან დაინტერესებული პირის მიერ მითითებული პერიოდის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ.

2. სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა  შეიძლება გაიცეს:

ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/რეგისტრირებული მოსარგებლის მოთხოვნით, მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მის საკუთრებაში/სარგებლობაში ყოფნის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის თაობაზე;

ბ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/რეგისტრირებული მოსარგებლის:

ბ.ა) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის თაობაზე;

ბ.ბ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მოთხოვნით, მხოლოდ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის თაობაზე;

ბ.გ) მემკვიდრის, უფლებამონაცვლის ან სამართალმემკვიდრის მოთხოვნით, მხოლოდ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის თაობაზე;

გ) სატრანსპორტო საშუალების გარდაცვლილი მესაკუთრის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მოთხოვნით ან რომელიმე მათგანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (თანხმობა არ არის საჭირო, თუ პირის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელზე მეტი), მხოლოდ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის თაობაზე;

დ) სამკვიდროს მიღებით დაინტერესებული პირის ან სამკვიდროს მმართველის მოთხოვნით, მხოლოდ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის თაობაზე;

ე) ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მოთხოვნით, მხოლოდ გირავნობის რეგისტრაციის, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების, გირავნობის მოწმობის გაცემის ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებისათვის, დასაგირავებელი ან დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის თაობაზე;

ვ) მოგირავნის მოთხოვნით, მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის პერიოდში გირავნობით დატვირთული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ  ინფორმაციის თაობაზე;

ზ) ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მოთხოვნით, მხოლოდ ლიზინგის რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების, ლიზინგის მოწმობის გაცემის ან/და ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებისათვის ლიზინგით გადასაცემი ან გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის თაობაზე;

თ) ლიზინგის გამცემის მოთხოვნით, მხოლოდ ლიზინგის რეგისტრაციის პერიოდში ლიზინგით გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციის თაობაზე.

3. სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის მიმართვა, რომელშიც მითითებული იქნება:

ა.ა) სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (საიდენტიფიკაციო ნომერი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი სანომრე ნიშანი/უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სანომრე ნიშანი);

ა.ბ) პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს მონაცემების დამუშავება;

ბ) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტები;

გ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/რეგისტრირებული მოსარგებლის წერილობითი თანხმობა (ან ამ დოკუმენტის ასლი) ან მის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის მე-2  პუნქტის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მესამე პირის მოთხოვნით;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მოთხოვნით;

ე) მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების/რეგისტრირებული სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტები: ამონაწერი სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი,  სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა/დოკუმენტი, კონოსამენტი და სხვ.) რომლებშიც ასახულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მონაცემების და მისი მესაკუთრის/რეგისტრირებული მოსარგებლის შესახებ).

4. სააგენტო არ არის ვალდებული, გადაამოწმოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების ან მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

5. დაინტერესებული პირი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, აღნიშნული დოკუმენტის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დადგომიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა (აღნიშნულ ვადაში სააგენტოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დოკუმენტი ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურებას, ამასთან, მომსახურება ჩაითვლება გაწეულად).

6. სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოქმედებს უვადოდ.

7. სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ  ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) მისი გაცემა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ან წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდულია აღნიშნული ინფორმაციის გაცემა;

დ) ვერ ხერხდება სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა;

ე) დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით/ინფორმაციით ვერ ხორციელდება მესაკუთრის, მოსარგებლის, მესამე პირის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;

ვ) არ იქნა გადახდილი მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასური, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გათავისუფლებულია საფასურის გადახდის ვალდებულებისგან;

ზ) არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამართლებრივი საფუძვლები.“.

15. 181 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის პირობას წარმოადგენს იურიდიული პირის მოთხოვნა და სააგენტოსთან დადებული ავტორიზაციის შესახებ ხელშეკრულება.“.

16. 215 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

17. IV3 თავი  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 25 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური