დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3477-XIIIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.021027 |
|
„ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 360050000.05.001.019983) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ერუშეთის ეროვნული პარკის მდებარეობა და ფართობი 1. ერუშეთის ეროვნული პარკი იქმნება ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 11 407 ჰექტარი. 2. ერუშეთის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
3. ერუშეთის ეროვნული პარკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (№225 წერტილიდან ჩრდილო-დასავლეთით №1 წერტილამდე) მიუყვება თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 20 სექტემბერი 2023 წ. N3477-XIIIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები