დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესისა და ავტორიზაციის პროცედურების დადგენის შესახებ“ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 14 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 11/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.59.071.016029 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/09/2023 - 13/09/2023)
|
„კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესისა და ავტორიზაციის პროცედურების დადგენის შესახებ“ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 14 დეკემბრის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესისა და ავტორიზაციის პროცედურების დადგენის შესახებ“ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 14 დეკემბრის №8 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.59.071.016024) დამტკიცებულ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესსა და ავტორიზაციის პროცედურებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ციფრული მმართველობის სააგენტო ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადებისა და სხვა დოკუმენტაციის განხილვას ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული წესით.“ 2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ავტორიზებული ორგანიზაციების აღრიცხვა 1. სააგენტო აღრიცხავს ავტორიზებული ორგანიზაციებისა და აუდიტორების/ტესტის განმახორციელებელი პირების სიას ამ წესის დანართი №3-ით და დანართი №4-ით დადგენილი ფორმით, რომლებიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ავტორიზებული ორგანიზაციის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) ავტორიზებული ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაციას; გ) ავტორიზებულ ორგანიზაციაში დასაქმებული ავტორიზებული აუდიტორის/ტესტის განმახორციელებელი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს/სხვა მაიდენტიფიცირებელ ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ავტორიზაციის თარიღსა და მოქმედების ვადას; ე) აუდიტორის/ტესტის განმახორციელებელი პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. სააგენტო კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას მის მიერ ავტორიზებული ორგანიზაციებისა და აუდიტორების/ტესტის განმახორციელებელი პირების შესახებ. 3. ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს ორგანიზაციების ავტორიზაციას კომერციულ ბანკებში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და პენეტრაციის ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზებული ორგანიზაციების დამატებით სიაში (დანართი №4) რეგისტრაციით. ამ გზით ავტორიზებული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ეროვნულ ბანკს ან/და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტ კომერციულ ბანკებს.“ 3. ამ წესის დანართი №2 დამტკიცდეს თანდართული ფორმით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები