დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 08/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.11.004.016086 |
|
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №4 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 03/11/2021; ს/კ: 240080000.11.004.016075) დამტკიცებული დანართი №1-ის „ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.თ) ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიზნებისთვის კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, სტატისტიკური) და დოკუმენტაცია, საზედამხედველო ანგარიშგებები (გარდა ფინანსური მდგომარეობის შესახებ საბალანსო მონაცემებისა, მოგება-ზარალის შესახებ ინფორმაციისა და ძირითადი საბანკო მაჩვენებლებისა, რომლებიც საჯაროა) და კომერციული ბანკის შიდა და გარე აუდიტის დოკუმენტაცია, გარდა იმ ინფორმაციისა/დოკუმენტაციისა და ანგარიშგებებისა, რომლის გასაჯაროება მოქმედი კანონმდებლობით ევალებათ კომერციულ ბანკებს;“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები