დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 31 მარტის №91/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189ძ |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.33.062.016136 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ – „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 31 მარტის №91/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ – „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 7 ივნისის №3 დადგენილებისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ – „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 31 მარტის №91/ძ ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/04/2014; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.062.016058) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თანდართული დებულება;“. 3. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის მომზადება;“. 4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულება“. 5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ.№68.“. 6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები