დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 08/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.11.004.016085 |
|
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევის, წარდგინების, დანიშვნის, გათავისუფლებისა და შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2023 წლის 26 ივლისის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 27/07/2023; ს/კ: 220010000.11.004.016079) დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნულ ბანკის საბჭოს განკარგულებით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის კურატორი ვიცე პრეზიდენტი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში ასევე შედის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების, საგადახდო სისტემების დეპარტამენტის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის უფროსები. ამასთან, საკონკურსო კომისიაში მონაწილეობა უნდა ეთხოვოს საქართველოს საბანკო ასოციაციის წარმომადგენელს.“. 2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. წარდგენა და დანიშვნა კომისიის წევრებად, რომლებიც ამავდროულად ეროვნული ბანკის თანამშრომლები არიან, განისაზღვრონ: საგადახდო სისტემების დეპარტამენტის საგადახდო სისტემების ოვერსაიტის განყოფილების უფროსი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის მომხმარებელთა მომართვებზე რეაგირების განყოფილების უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 18 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები