საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტის" დებულების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 02/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.006.890
  • Word
2-245
29/11/2004
სსმ, 141, 02/12/2004
340.050.000.22.032.006.890
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტის" დებულების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.006.890

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-245

2004 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში (ს მ III, 18.02.2003წ., №13, მუხლი 126) და მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. „სამტრესტის” სტრუქტურა

სამტრესტის” სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მევენახეობის განყოფილება;

ბ) მეღვინეობის რეგულირებისა და ლიცენზირების განყოფილება;

გ) ეკონომიკურ-ადმინისტრაციული განყოფილება;

დ) სამტრესტის” ლაბორატორია.”

2. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ. კერძევაძე) ამ ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს გ. ტყეშელაშვილს.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შერვაშიძე