დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს იუსტიცის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1512 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 02/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.22.027.006.889 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.006.889
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №1512
2004 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
�საჯარო რეესტრის ეროვნული�� სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის���� 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
��� მუხლი 1
�საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №99, მუხ 853) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის �ი� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ი) ტესტირების ჩატარებიდან სამი დღის ვადაში აცნობოს ყველა კონკურსანტს შედეგების შესახებ. საკვალიფიკაციო გამოცდის დასრულების შემდგომ კი ყველა კონკურსანტს ორი კვირის განმავლობაში აცნობოს საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების შესახებ.�.
2. ბრძანების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�5. საკვლიფიკაციო გამოცდის დასრულების შემდეგ საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილების შედეგად სამდივნო წყვეტს არსებობას.�.
3. ბრძანების მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. ბრძანების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�5. საკვალიფიკაციო გამოცდის დასრულების შემდგომ ყველა კონკურსანტს ორი კვირის განმავლობაში ეცნობება საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების შესახებ.�.
5. ბრძანების 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 24. საპრეტენზიო კომისია
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია, კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისაგან.
2. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ გამოცდების შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ როგორც საგამოცდო კომისიას, ისე განმცხადებელს.
3. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრვლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.�.
��� მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები