„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016534
32
06/09/2023
ვებგვერდი, 08/09/2023
010260020.35.104.016534
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2023 წლის 6 სექტემბერი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვარის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ((www.matsne.gov.ge, 25/01/2023 წ., სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016503) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-19  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. სოციალურად დაუცველთა ბინით უზრუნველყოფა

1. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას ან არ გააჩნია საცხოვრისი, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას, 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი ექვემდებარება რეაბილიტაციას, მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, „ერთი ოთახის“ მოწყობას, 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას ან არ გააჩნია საცხოვრისი, საცხოვრებელი კონტეინერით უზრუნველყოფას, 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ფარგლებში.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;

ბ) ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან (თუ სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული ქულა არ აღემატება 70001-ს). ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზიდან (არანაკლებ 2023 წლის 1 იანვრიდან);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე;

ე) ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრებზე სხვა უძრავი ქონების   არარსებობის შესახებ;

ვ) სამედიცინო დოკუმენტი ფორმა №IV -100/ა (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მუდმივად მწოლიარე ან აქვთ დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია) ან/და ფორმა №50/2 (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან ონკოლოგიური დაავადების მქონე);

ზ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-საექსპერტიზო შემოწმების აქტი (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები);

თ) მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია (თუ მშობელი ან ქვრივი მარტო მეურვეობს მცირეწლოვან შვილ(ებ)ზე);

ი) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა (თუ ხანდაზმულები ახორციელებენ მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ);

კ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

4. ბენეფიციარი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ყველა დოკუმენტი წარადგინოს მერის წარმომადგენელთან ადმინისტრაციული ერთეულში, ხოლო ამავე პუნქტის „ვი“ ქვეპუნქტებში მითითებულ დოკუმენტების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენის ვალდებულება ენიჭება უშუალოდ ბენეფიციარს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია   მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნაცვლად წარმოადგინოს მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

6. ბენეფიციარის ინდივიდუალური საცხოვრისით უზრუნველყოფის თაობაზე ან მისთვის „ერთი ოთახის“ მოწყობის შესახებ თანხის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია.

7. კომისია გადაწყვეტილების მიღების ნაწილში ხელმძღვანელობს ქულების მინიჭების პრინციპით. ქულები ბენეფიციარს მიენიჭება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) 57001 სოციალურ ქულაზე ნაკლები – 0.5 ქულა;

ბ) ოჯახის 3 და მეტი არასრუწლოვანი წევრი (პლიუს 1 ქულა ყველა დამატებითზე) – 1 ქულა;

გ) მძიმედ დაავადებული ოჯახის წევრები მუდმივად მწოლიარე (ფსიქიკური ფუნქციის დარღვევა) – 0,5 ქულა;

დ) ოჯახის წევრები არიან შშმ პირები (მნიშვნელოვნად გამოხატული) – 1 ქულა;

ე) ოჯახის წევრები არიან შშმ პირები (ზომიერად გამოხატული) – 0.5 ქულა;

ვ) მარტოხელა მშობელი, რომელიც ზრუნავს მცირეწლოვან შვილებზე – 1 ქულა;

ზ) ხანდაზმულები, რომლებიც ახორციელებენ მეურვეობას ან მზრუნველობენ არასრუწლოვან ბავშვებზე – 1.5 ქულა;

თ) ოჯახი, რომელიც შედგება საპენსიო ასაკის წევრებისაგან – 1 ქულა;

ი) ოჯახის შემადგენლობა – შვიდი ან მეტი – 1.5 ქულა.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების გარდა, დამატებით 4 ქულა მიენიჭება იმ ოჯახს, რომლის არც ერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი.

9. კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ბენეფიციარზე, რომელთა ქულათა ჯამი აღემატება სხვა ბენეფიციართა მიერ მინიჭებულ ქულათა საერთო რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ ქულათა ჯამური რაოდენობა თანაბარია, გამარჯვებული გამოვლინდება კენჭისყრით.

10. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მაისი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისისა.

11. ამ მუხლის მე-2  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 28 აგვისტო, ხოლო სოციალური კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება არაუგვიანეს 2023 წლის 4 სექტემბერისა.“;

ბ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური  მოვლენების (ძირითადად  ხანძარი, გამონაკლისის შემთხვევაში სხვა მიზეზები) შედეგად დაზარალებული ოჯახების  ფულად  დახმარებას. განიხილება მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანება ან განადგურება, რომელიც პირობითად იყოფა სამ კატეგორიად: 

ა) ორსართულიანი კაპიტალური სახლის სრული დაზიანება – დაფინანსება 10 000-დან 20 000 ლარამდე;

ბ) ერთსართულიანი კაპიტალური ან ხის სახლის არასრული დაზიანება – დაფინანსება 5000-დან 12 000-ლარამდე;

გ)მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული  ბინის სრული დაზიანება (საცხოვრებელი ოთახების (ერთოთახიანი, ოროთახიანი და სამოთახიანი) რაოდენობის მიხედვით)  დაფინანსება 5000-დან 12 000-ლარამდე;

დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კატეგორიების შედარებით მსუბუქი დაზიანება – 5000 ლარამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია