მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.103.016001
25
01/09/2023
ვებგვერდი, 08/09/2023
000000000.00.103.016001
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №25

2023 წლის 1 სექტემბერი

დ. მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებისა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15მე-17 პუნქტების შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. განხორციელდეს მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრებით დანართი №1-ით განსაზღვრული ობიექტების შესაბამისად და თანდართული სიტუაციური რუკების გამოყენებით (დანართები №2; №3).

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართელოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულება გაეგზავნოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://mestia.gov.ge.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ( მის.: ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. №12).

 საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                 მაიზერ ჯაფარიძე