დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016061
52
31/08/2023
ვებგვერდი, 07/09/2023
000000000.00.152.016061
დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №52

2023 წლის 31 აგვისტო

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე  უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის  დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე  უსახელო ქუჩას მიენიჭოს პირველი   ქუჩის  სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ  – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ  – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამრთი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     კახაბერ ჩიტაური