ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93232446
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016011
გ-93. 93232446
01/09/2023
ვებგვერდი, 07/09/2023
000000000.00.167.016011
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-93.93232446

2023 წლის 1 სექტემბერი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:     

მუხლი 1

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში  უსახელო  ქუჩებს მიენიჭოს სახელები (არაბული ციფრები), დანართი №1-ისა და თანდართული რუკების შესაბამისად.     

მუხლი 2

ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე  გამოსაქვეყნებლად(მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში).

მუხლი 3

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი  4

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  კარლო ჯამბურია