ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-93. 93232446
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016011
გ-93. 93232446
01/09/2023
ვებგვერდი, 07/09/2023
000000000.00.167.016011
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-93.93232446

2023 წლის 1 სექტემბერი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულებით:     

მუხლი 1

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში  უსახელო  ქუჩებს მიენიჭოს სახელები (არაბული ციფრები), დანართი №1-ისა და თანდართული რუკების შესაბამისად.     

მუხლი 2

ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე  გამოსაქვეყნებლად(მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში).

მუხლი 3

განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი  4

განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  კარლო ჯამბურია