დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრისა და სოფელ დავითიანის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.105.016038 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №115 2023 წლის 1 სექტემბერი ქ. ზუგდიდი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრისა და სოფელ დავითიანის
საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 აგვისტოს №24-2422228112 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. დამტკიცდეს თანდართული: 1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1; 1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში შემავალი ქუჩები, დანართი №2; 1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3; 1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში შემავალი ქუჩები, დანართი №4. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა. 3. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები