დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშისა და სოფელ ჩხოუშის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.105.016037 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №114 2023 წლის 1 სექტემბერი ქ. ზუგდიდი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშისა და სოფელ ჩხოუშის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 15 აგვისტოს №24-2422227140 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. დამტკიცდეს თანდართული: 1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1; 1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში შემავალი ქუჩები, დანართი №2; 1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხოუშის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3; 1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხოუშში შემავალი ქუჩები, დანართი №4. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა. 3. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები