„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.017396
68
07/09/2023
ვებგვერდი, 08/09/2023
140070000.22.034.017396
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №68

2023 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2019, 140070000.22.034.016856) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ – „კ“ ქვეპუნქტები:

„თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;

კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ და „თ“ – „კ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინება ეგზავნება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც ამოწმებს მასალებს წახალისებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის თაობაზე და შედეგებს უგზავნის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, რომელიც მასალებს ამზადებს არაუმეტეს ორი კვირის ვადაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ – „კ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინებას უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შემდგომი პროცედურებისთვის.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების უფლება აქვს სამსახურის უფროსს. ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის უფროსს დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დისციპლინური სახდელი მის მიერ არის შეფარდებული.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური