ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკისა და სოფელ ხურჩის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკისა და სოფელ ხურჩის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016034
111
01/09/2023
ვებგვერდი, 07/09/2023
000000000.00.105.016034
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკისა და სოფელ ხურჩის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №111

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკისა და სოფელ ხურჩის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 15 აგვისტოს №24-2422227139 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1.    დამტკიცდეს თანდართული:

1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1;

1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში შემავალი ქუჩები, დანართი №2;

1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3;

1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში შემავალი ქუჩები, დანართი №4.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა.

3. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

 საკრებულოს თავმჯდომარე       გიგა ფარულავა