დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 769 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 02/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.010.22.033.006.886 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.006.886
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №769
2004 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №64, მუხლი 569) დანართი №1-ით დამტკიცებულ საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფებია:
ა) საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაცია;
ბ) თავმჯდომარის აპარატი;
გ) საბაჟო რეჟიმების მონიტორინგის სამმართველო;
დ) სატარიფო რეგულირების სამმართველო;
ე) სტატისტიკური აღრიცხვის სამმართველო;
ვ) რისკის ანალიზის სამმართვლო;
ზ) საბაჟო გადამზიდველებთან და ბროკერებთან ურთიერთობის სამმართველო;
თ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის სამმართველო;
ი) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო;
კ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო.
3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: რეგიონალური საბაჟოები (აღმოსავლეთი და დასავლეთი).”.
2. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-10, მე-16, მე-17 და მე-19 მუხლები.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაცია
ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისა და სხვა საკადრო ხასიათის საკითხების თაობაზე დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება; შრომითი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) გაფორმება; დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურის აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა; ნამსახურობის ნუსხის შედგენა; დეპარტამენტის ნომენკლატურას მიკუთვნებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების წარმოება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატესტაციის და ვაკანტურ სახელმწიფო თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობა; საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლის) თაობაზე წინადადებების შემუშავება; საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა; საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა; კაპიტალური მშენებლობისა და რემონტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) დეპარტამენტის სისტემაში საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მართვის ორგანიზაცია; მატერიალური და არამატერიალური აქტივების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი; დეპარტამენტის ნაერთი ბალანსების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; სახაზინო-საბანკო და სალაროს ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი მათ წარმოებაზე; დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების წლიური ხარჯთაღრიცხვის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა; საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ გასაწევი ხარჯებისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა, მათთან დაკავშირებული ვალდებულებითი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება და კონტროლი მათ შესრულებაზე. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დაანგარიშება, დარიცხვა და საბანკო ანგარიშებზე მათი გადატანის უზრუნველყოფა; დეპარტამენტს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება; საბაჟო სისტემის საჯარო მოსამსახურეთა სტიმულირებისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა გეგმების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.”.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. თავმჯდომარის აპარატი
თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტში შემოსული განცხადებების და სხვა სახის, მათ შორის, უცხოური კორესპონდენციის, შიდა მიმოწერის აღრიცხვა, დამუშავება და საქმისწარმოების კანონმდებლობის განსაზღვრული წესების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) საუწყებო არქივის ფორმირება და მასში საქმეებისა და დოკუმენტების შენახვის უზრუნველყოფა;
გ) საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის ორგანიზება და საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტის თავმჯდომარის და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების თათბირების ორგანიზება, თათბირების ოქმების წარმოება, საოქმო დავალებების შესრულების ვადების კონტროლი;
ე) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების საბაჟო სამსახურებთან ურთიერთობის ორგანიზება; საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებთან საბაჟო საკითხებზე ურთიერთობის კოორდინაცია; მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში, დსთ-ის ქვეყნების საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოში, აგრეთვე დარგობრივი თანამშრომლობის სხვა ორგანიზაციების მუშაობაში საბაჟო დეპარტამენტის მონაწილეობის ორგანიზება; აღნიშნული ორგანიზაციებიდან შემოსული მასალების ანალიზისა და განზოგადების კოორდინირება; პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, საბაჟო დეპარტამენტის ოფიციალური დელეგაციების (თანამშრომელთა) უცხოეთში მივლინებების ორგანიზება;
ზ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების სამსახურებრივი მოწმობების გაცემის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიღება-გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზება;
თ) საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობებში სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;
ი) ოპერატიული სამსახურებრივი ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უზრუნველყოფა.”.
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საბაჟო რეჟიმების მონიტორინგის სამმართველო
საბაჟო რეჟიმების მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სრულყოფა; საბაჟო პროცედურების ტექნოლოგიების შემუშავება და სრულყოფა; საბაჟო რეჟიმების რეგულირების და მათი განხორციელების მექანიზმის სრულყოფა; საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო საქმის აღსრულების მექანიზმის სრულყოფა; რეგიონალური საბაჟოების (მათზე დაქვემდებარებული საბაჟო საგუშაგოების და საბაჟო გამშვები პუნქტების) ოპერატიული მართვა და მათი საქმიანობის სრულყოფა; საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, თავისუფალი საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების შექმნის ნებართვების გაცემისა, მათში არსებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში ცალკეულ საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი ნებართვების გაცემის ორგანიზება და კონტროლი მათ შესრულებაზე.”
6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სატარიფო რეგულირების სამმართველო
სატარიფო რეგულირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საბაჟო გადასახდელებისა და სხვა გადასახადების ამოღებისა და ბიუჯეტში მათი დროული აკუმულირების ორგანიზაცია; რეგიონალური საბაჟოების მიხედვით შემოსავლების ყოველთვიური პროგნოზული მაჩვენებლების განსაზღვრაში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისას ფინანსური ვალდებულებების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის ორგანიზება; საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და მონიტორინგის განხორციელება; საბაჟო დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სავალუტო კონტროლის ორგანიზება.”.
7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სტატისტიკური აღრიცხვის სამმართველო
სტატისტიკური აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში _ სესსნ) სრულყოფის მიზნით მასში შესატანი ცვლილებების მომზადება; საბაჟო ორგანოების მიერ სესსნ კოდების მინიჭების პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი და კოდების მინიჭების სისწორის კონტროლი; საბაჟო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა გადაცემის სისტემების დანერგვა და მომსახურება.”.
8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის სამმართველო
საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მათ გადაადგილებაზე”.
9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. რისკის ანალიზის სამმართვლო
რისკის ანალიზის სამმართვლოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) რისკის მენეჯმენტის საჭირო მონაცემთა ინფორმაციული ბაზების შექმნა, მოპოვება, სისტემური განხილვა;
ბ) ინფორმაციული ბაზებისა და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, რისკების მენეჯმენტის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) გამოვლენილი რისკ-ფაქტორების მიხედვით გაფორმების შემდგომი აუდიტის ჩატარება;
დ) კომპენტენციის ფარგლებში ღონისძიებათა შემუშავება, განხორციელება და ზედამხედველობა, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, მათ შორის აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მექნიზმების გამოყენება.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 5 იანვრიდან.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები