დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.116.016589 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2021წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016508) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი: „მუხლი 10. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრების წესი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები საჩივრდება ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2. ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში რაიონულ სასამართლოში. 3. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან)“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები