„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016431
17
04/09/2023
ვებგვერდი, 06/09/2023
010250020.35.107.016431
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 4 სექტემბერი

ქ. ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის  №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (www.matsne.gov.ge, 06/11/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016194) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესახებ საკრებულოს თითოეული წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), ყოველი თვის 15 რიცხვამდე საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას – მოხსენებითი ბარათის სახით. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია