წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ;
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.104.016001
24
25/08/2023
ვებგვერდი, 06/09/2023
000000000.00.104.016001
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №24

 2023 წლის  25 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 

1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების  ფახულანი, ქალაღალი, წყოუში, ჭველე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება, თანდართული დანართების შესაბამისად.

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში რეაგირებისათვის გაეგზავნოს: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

4. განკარგულება ამოქმედდეს გაცნობისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის                                                                           კორნელი სალია

საკრებულოს თავმჯდომარე