დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 757 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 02/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.006.883 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.006.883
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №757
2004 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004წ., №35, მუხ.293) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:„;
2. ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინსპექცია წარმოადგენს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ საგადასახდო ორგანოს და მისი საქმიანობის კოორდინაციას და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე ცენტრალური აპარატის მეშვეობით.„;
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.”;
გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველ-ყოფა, გადამხდელთა რეგისტრაცია, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებითი გადახდევინება, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, საგადასახადო საჩივრების განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღე-ბული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე.”;
დ) მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;
ბ) აქციზური მარკებისა და ლიცენზირების სამმართველო;
გ) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო;
დ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;
ე) იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო;
ვ) გადასახედების ადმინისტრირების სამმართველოს რეგიონალური განყოფილებები;
ზ) ადმინისტრაცია (აპარატი).
3. ინსპექციის უფროსს და მის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.”;
ე) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები.”;
ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადა-სახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;” ;
ზ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილე.”;
თ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. გადამხდელთა მომსახურების სამ-მართველოს ძირითადი ფუნქციებია:
1. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით შერჩეული და ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანილი გადასახადის გადამხდელთა დოკუმენტების გადატანა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებიდან და მათი შენახვა;
ბ) გადამხდელთა მომსახურება;
გ) საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღება;
დ) დადგენილი წესით გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარებების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
ე) საგადასახადო დეკლარაციების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანგარიშგების ფორ-მების შეტანა კომპიუტერში დასამუშავებლად;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების კომპიუტერული აღრიცხვა;
ზ) კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათში ცვლილებების შეტანის ჩათვლით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფა;
ი) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია საგადასახადო ინსპექციისათვის, სავარაუდო დარიცხვის თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
კ) დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების ვიზუალური შემოწმება მიღებული ინფორმაციების საფუძველზე;
ლ) მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით დეკლარაციების და გაანგარიშებების კამერალური შემოწმება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მასალების გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველოსათვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გასატარებლად გადაცემა;
მ) წინადადებების მომზადება საკონტროლო გასვლითი შემოწმების ჩატარების შესახებ;
ნ) წინადადებების მომზადება გადამხდელთან ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ.
2. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მოვალეობაა:
ა) გაუწიოს კონსულტაცია გადამხდელებს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, განუმარტოს გადამხდელებს გადასახადის გამოანგარიშების, საგადა-სახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების შევსე-ბის წესი და წარდგენის ვადები;
ბ) მიაწოდოს გადამხდელებს ინფორმაცია საგადა-სახადო კანონმდებლობასა და გადასახადებთან დაკავირებულ საკითხებზე;
გ) მოახდინოს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაცია;
დ) დადგენილი წესით გასცეს ლიცენზიები (ნებართვები);
ე) უზრუნველყოს გადამხდელები საგადასახადო ანგარიშფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და გაუწიოს შესაბამისი მომსახურება დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;
ვ) მიიღოს გადამხდელთა დეკლარაციები და გაანგარიშებები, გადაამოწმოს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ზ) აწარმოოს გადამხდელთა საქმეები, უზრუნველყოს ინფორმაციის შეკრება და არქივის წარმოება;
თ) მიიღოს გადასახადის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშგების სხვა ფორმები, მიიღოს გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველოდან ინფორმაციები გასვლითი საგადასახადო შემოწმებებით გადასახადის გადამხდელებზე დარიცხული (შემცირებული) გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს მონაცემების დადგენილ ვადებში კომპიუტერებში შეტანა;
ი) დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე დარიცხული მიწის გადასახადის შესახებ საგადასახადო შეტყობინებების წარდგენა (გაგზავნა) გადამხდელებისათვის;
კ) დადგენილი წესით მიიღოს ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციები გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოს მათი კომპიუტერებში შეტანა და დამუშავება;
ლ) ყოველდღიურად მიიღოს მომსახურე ბანკებიდან, სახაზინო დაწესებულებებიდან დოკუმენტები გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების კომპიუტე-რებში შეტანა;
მ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ოპერატიულად გადასცეს ინფორმაცია ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადების სახეების ჭრილში გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით;
ნ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოოს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონ-მდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადის სახეების მიხედვით, ვადაგადაცილებული დავალიანებების შემთხვევაში აწარმოოს საურავების დარიცხვა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ანგარიშფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და კანონმ-დებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერე-ბის, ჩათვლებში გამოყენებული ანგარიშ-ფაქტურების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და ამ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველ-ყოფის მიზნით, საგადასახადო დეპარტამენტში ანგარიშების წარდგენა;
პ) შეადგინოს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემო-სავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშები;
ჟ) უზრუნველყოს ინსპექცია შესაბამისი პროგრამებით და დაიცვას კომპიუტერული სისტემები გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადე-ბის ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანა სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათი დაბრუნება გადამხდელთათვის;
ს) დეკლარაციების არწარმოდგენის ფაქტების გამოვლენა და რეაგირებისათვის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის წარდგენა;
ტ) სანდო ინფორმაციების მიღება და მოპოვება. მათი გადამუშავების შედეგად სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
უ) დღგ-ის ანგარიშფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი დეკლარაციების ან ანგარიშფაქტურების მიხედვით სავარაუდო დარიცხვის შესახებ წინადადებების მომზადება, გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე მასალების მომზადება და რეაგირებისათვის სათანადო ორგანოებისათვის გადაცემა;
ფ) საგადასახადო ინსპექციაში არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე წინადადებების მომზადება გადამხდელებთან ქრონომეტრაჟის ჩატარების აუცილებლობის შესახებ;
ქ) შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე წინადადებების მომზადება საკონტროლო გასვლითი შემოწმების აუცილებლობის შესახებ;
ღ) აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახოს გადამხდელი და დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები;
ყ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება;
შ) განიხილოს გადამხდელების განცხადებები საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ან გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა.
ი) მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველო
1. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველოს ამოცანაა გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგების, აგრეთვე მათი ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტების შემოწმება კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწ-მების ჩატარების გზით.
2. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველო ვალდებულია:
ა) შემოწმების ჩატარების მიზნით შეარჩიოს გადამხდელები;
ბ) შეადგინოს წლიური სამუშაო გეგმები გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩასატარებლად. უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებების წინასწარი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და შემოწმების პროგრამის შესაბამისად, შეამოწმოს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
დ) გასვლითი საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;
ე) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას სრულად და დეტალურად გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვროს დასაბეგრი ობიექტის ოდენობა. საგადასახადო შემოწმებისას შეამოწმოს საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მდგომარეობა;
ვ) გააფორმოს საგადასახადო შემოწმების აქტი;
ზ) მოამზადოს წინადადებები გამოვლენილ დარვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების და საურავების დარიცხვის შესახებ;
თ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით შედგენილი აქტი დადგენილ ვადებში გადასცეს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს;
ი) დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველ.ყოს სათანადო მასალების გადაცემა მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებისათვის;
კ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
ლ) წარუდგინოს საგადასახადო დეპარტამენტს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 12. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო
1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიმდინარე ზედამხედველობა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე;
ბ) ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე გადახდევინების იძულებითი მეთოდების გამოყენება;
გ) ურჩ გადამხდელთა გამოვლენა.
2. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მოვალეობაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიც-ხვაზე მდგარი გადამხდელების მიმართ:
ა) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლინოს არალიცენზირებული და/ან შესაბამისი ნებართვის გარეშე მომუშავე გადამხდელები. უზრუნველყოს ლიცენზიების გაცემაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების მიმდინარე კონტროლი. ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს ხელმძღვანელობაზე და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) გამოავლინოს აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტები;
გ) განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული ზედამხედველობა;
დ) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით მოახდინოს აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვა, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენება და მისი კონტროლი. დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს ლუქის ახსნა, მათი ხელახალი დალუქვა და შეადგინოს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტები. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში მოახდინოს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლა;
ე) გადამხდელებთან საქონლის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალების ზედამხედველობა;
ვ) გამოავლინოს აღურიცხავი მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების ფაქტები;
ზ) უზრუნველყოს ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში გადასახადების დროული და სრული მობილიზაცია;
თ) დააწესოს კონტროლი გადასახადების გადამხდე-ლების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;
ი) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად გადახდისუნარიანნი არიან და მიიღოს ზომები დარიცხული გადასახადების ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ამოსაღებად;
კ) საინკასო დავალებებით და გადასახადების იძულებითი გადახდევინების მეთოდებით უზრუნველყოს ვადაგადაცილებული დავალიანებების ამოღება;
ლ) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
მ) გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით, აღნიშნულ საფუძვლებზე დაყრდნობით დადგენილი წესით მოამზადოს სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დასკვნები ინსპექციის უფროსზე გადასაცემად;
ნ) ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე გადამ-ხდელებთან ფულადი საშუალებების მოძრაობის პერიოდული შემოწმებები;
ო) მოამზადოს ანგარიშგებები სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და უზრუნველყოს მათი დადგენილ ვადაში წარდგენა საგადასახადო დეპარტამენტში;
პ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 13. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო
1. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინსპექციის იურიდიული მომსახურება;
ბ) საგადასახადო საჩივრების განხილვა;
გ) სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვაში მონაწილეობა.
2. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო ვალდებულია:
ა) ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები სასამართლოში წარსადგენად;
ბ) გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოსთან ერთად მოამზადოს მასალები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გადასახადის იძულებით გადახდევინების ღონისძიებებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
დ) ინსპექციის თანამშრომლებს გაუწიოს იურიდიული კონსულტაციები, გააცნოს ახალი ნორმატიული აქტები და ცვლილებები კანონმდებლობაში;
ე) მიიღოს და განიხილოს გადასახადის გადამხდელის საჩივრები და შუამდგომლობები კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებებით დარიცხული გადასახადებისა და ინსპექციის გადაწყვეტილების შესახებ;
ვ) მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საგადასახადო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას;
ზ) შეადგინოს სამართლებრივი დასკვნები საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) მასალებზე;
თ) უზრუნველყოს კანონიერების დაცვა და მიიღოს ზომები მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად;
ი) კანონით დადგენილი წესით დაიცვას ინსპექციისა და მისი მუშაკების კანონიერი უფლებები და ინტერესები სასამართლოში და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;
კ) ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებულ ოქმებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები ინსპექციის ხელმძღვანელობასთან წარსადგენად და/ან განსჯადობის მიხედვით რაიონულ სასამართლოში გადასაგზავნად;
ლ) წარუდგინოს საგადასახადო დეპარტამენტს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 14. ადმინისტრაცია (აპარატი) ინსპექციის აპარატი:
ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმისწარმოებას დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესების” შესაბამისად;
ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიო-დულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდენციების მოძრაობაზე;
ე) ახორციელებს ინსპექციის უფროსთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილებების რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
ვ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;
ზ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებას და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;
თ) აწარმოებს მოხელეთა დანიშვნა - გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას, მათი პირადი საქმეების შედგენასა და შრომის წიგნაკების აღრიცხვის წარმოებას;
ი) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;
კ) ახორციელებს კადრების შერჩევას, კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ლ) წარადგენს ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ბუღალტრულ აღრიცხვაანგარიშგებას.
მუხლი 15. ინსპექციის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა
ინსპექციის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.„;
კ) მე-16 მუხლი გაუქმებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები