ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, უდაბნოს მონასტრის III შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 410
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016809
410
25/08/2023
ვებგვერდი, 06/09/2023
000000000.00.101.016809
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, უდაბნოს მონასტრის III შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №410

2023 წლის 25 აგვისტო 

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქოშიგორაზე, უდაბნოს მონასტრის III შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საბურთალოს  რაიონში, ქოშიგორაზე, უდაბნოს მონასტრის III შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს მიენიჭოს ისტორიკოსის მიხეილ გაფრინდაშვილის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე