ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016803
431
25/08/2023
ვებგვერდი, 05/09/2023
000000000.00.101.016803
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №431

2023 წლის 25 აგვისტო 

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე