უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ნახევარწლიური ფორმების დამტკიცების თაობაზე

  • Word
უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ნახევარწლიური ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური
მიღების თარიღი 19/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 02/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 350.050.010.23.015.006.876
  • Word
1/32
19/11/2004
სსმ, 141, 02/12/2004
350.050.010.23.015.006.876
უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ნახევარწლიური ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 350.050.010.230.15.006.876

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან არსებული

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის

ბრძანება №1/32

2004 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ნახევარწლიური ფორმების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 სექტემბრის №426 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სასაქონლო ბაზრებზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ დებულების” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობაზე ანტიმონოპოლიური კონტროლისა და რეგულირების მექანიზმების სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების შემდეგი ფორმები (დანართი):

ა) კვარტალური ფორმა №VII-01 „ზოგადი მონაცემები მონოპოლისტი საწარმოს საქმიანობის შესახებ” (წარმოადგენენ მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სუბიექტები არა უგვიანეს 25 დღისა საანგარიშო პერიოდის შემდეგ);

ბ) ნახევარწლიური ფორმა №VII-02 „მონოპოლისტი საწარმოს საქმიანობის გამოკვლევა” (წარმოადგენენ მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სუბიექტები არა უგვიანეს 30 ივლისისა და 10 თებერვლისა).

2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი ე. ჯგერენაია