ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 435
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016789
435
25/08/2023
ვებგვერდი, 05/09/2023
000000000.00.101.016789
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №435

2023 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ნატალია სამქანაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, გაგრძელდეს ნატალია სამქანაშვილის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე    გიორგი ტყემალაძე