დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 350 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.024183 |
350
04/09/2023
ვებგვერდი, 05/09/2023
010320000.10.003.024183
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის ეძლევათ დღეში 35 ლარი. აღნიშნულ მოსამსახურეებს მგზავრობისთვის, ასევე 35 ლარს ზემოთ საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები შეიძლება, აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 28 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები