„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი ნ-12
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 31/08/2023
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240000.64.076.016128
ნ-12
31/08/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
010240000.64.076.016128
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-12

2023 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/10/2016 სარეგისტრაციო კოდი: 010240000.64.076.016003) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას რეესტრში რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული სტატუსის/სარეგისტრაციო ნომრის გამოყენების უფლება აქვს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი) გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურებების განხორციელების დროს და ფარგლებში.“;

ბ)  მე-9 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) პროფესიული ორგანიზაციების წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულებას, პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას;“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. უარყოფითი შედეგების გამოვლენისას, სამსახურის უფროსის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინფორმაცია 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე და ეგზავნება შესაბამის პროფესიულ ორგანიზაციასა და მის წევრ აუდიტორებს.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები (აისახება სამსახურის მიერ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში);“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები (აისახება სამსახურის მიერ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში);“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, მე-2 და მე-3 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე