დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016694 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი ივლისის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/07/2022, ს/კ 010250050.35.105.016636) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი: „გ.დ) უნებართვოდ აშენებული ობიექტების მართვის და ლეგალიზების განყოფილება.“; ბ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროგრამების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან, აგრეთვე 2007 წლის პირველ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მის ლეგალიზებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული ფუნქციების შესრულება.“; გ) 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში, საჭიროების შემთხვევაში მერი აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები