„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016695
39
01/09/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
010250050.35.105.016695
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ.ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2019, ს/კ 010250050.35.105.016529) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

 ა) მე-2  მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უნებართვოდ აშენებული ობიექტების მართვის და ლეგალიზების განყოფილება.“;

 ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან, აგრეთვე 2007 წლის პირველ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მის ლეგალიზებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული ფუნქციების შესრულებას.“;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ თავისი კომპეტენციის განხორციელებას;

ბ) დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირებას;

გ) კანონმდებლობის შესაბამისად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებას;

დ) დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის პრინციპების დაცვას, სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვას;

ე) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების განხილვას, მომზადებასა და წარდგენას;

ვ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს;

ზ) მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოებრივ სივრცეზე სამუშაოებისა და ხაზოვანი ნაგებობების განთავსებაზე ნებართვების გაცემას;

თ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას და რეაგირებას;

ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტერიტორიების განვითარების კონცეფციის შემუშავებას, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებასა და რეკომენდაციების მომზადებას;

კ) ტერიტორიების განაშენიანების დეტალური გეგმის (გდგ) დავალების გაცემისა და დამტკიცების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტის მომზადებას;

ლ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამუშავებისთვის და დამტკიცებისთვის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტის მომზადებას;

მ) სპეციალური ზონალური შეთანხმებისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას;

ნ) II (მეორე), III (მესამე) და IV (მეოთხე) კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების მქონე შენობა-ნეგებობების მშენებლობის/დემონტაჟის არქიტექტურული პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებით  შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება;

ო) სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ შესაბამისი ბრძანების/გადაწვეტილების პროექტის  მომზადებას;

პ) ცალკეული ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარების თაობაზე წინადადებების და დასკვნების მომზადებას;

ჟ) სათათბირო საბჭოზე (კომისიაზე) განსახილველი საკითხების შედგენას, ინფორმირებასა და ზეპირი მოსმენების (სხდომების) ორგანიზებას;

რ) I (პირველი) კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების მქონე  შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტების შეთანხმება/დემონტაჟთან  დაკავშირებით  შესაბამისი ბრძანების/გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

ს) განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელი და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;

ტ) მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექტო საინვესტიციო წინადადებების მომზადებას;

უ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადებას;

ფ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტების აღრიცხვას, დამუშავებას, არქივისათვის და შესაბამისი ადრესატისათვის გადაცემას;

ქ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევას;

ღ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

ყ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ მუხლი.

„მუხლი 61.  უნებართვოდ აშენებული ობიექტების მართვის და ლეგალიზების განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებასთან, აგრეთვე 2007 წლის პირველ იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მის ლეგალიზებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული ფუნქციების შესრულებას;

ბ) მუნიციპალიტეტში უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვის და  კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი განცხადებების კანონით დადგენილი წესით განხილვას;

დ) ადმინისტრაციული წარმოებისას ობიექტის ადგილზე დათვალიერებას, ობიექტის არსებული მდგომარეობის შესწავლას, შენობა-ნაგებობის დასურათებასა და პარამეტრების დადგენას;

ე) იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაციითა და ობიექტის ადგილზე დათვალიერებით შეუძლებელია მისი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, განმცხადებლისგან  დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების შესრულების შესახებ წერილობითი მოთხოვნის გადაგზავნას;

ვ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

ზ) ლეგალიზებისთვის წარსადგენი ობიექტების შესახებ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით წინასწარი მონაცემთა ბაზის შექმნას;

თ) ობიექტის ლეგალიზების შესახებ მიღებული განცხადებების შესაბამისი ელექტრონული და მატერიალური არქივის შექმნას;

ი) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრების (წითელი ხაზების) დადგენას/კორექტირებას;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთის დაყოფისა და მიწის ნაკვეთის გაერთიანების თაობაზე დოკუმენტაციის მომზადებას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა