შ.პ.ს. აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფის დამტკიცების შესახებ"

  • Word
შ.პ.ს. აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფის დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 19/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 19/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.006.863
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
19/11/2004
სსმ, 134, 19/11/2004
300.320.000.16.009.006.863
შ.პ.ს. აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/11/2004 - 12/10/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.006.863

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება 17

2004 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციისთვის” ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფის დამტკიცების შესახებ

ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის დროებითი რეჟიმის ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ნოემბრის №170 განკარგულების გათვალისწინებით, შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციის” 2004 წლის 3 ნოემბრის NEPC/2004/GE-68 განაცხადის და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის, აგრეთვე, 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1

შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციას” (ხადორის ჰიდროელექტროსადგური) 2004 წლის 20 ნოემბრიდან დაუდგინდეს ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფი – 6,51 თეთრი/კვტსთ დღგ-ს გარეშე.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2005 წლის 1 ნოემბრამდე.

გ. თავაძე