დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფიოლი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანასების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016414 |
|
„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანასების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანასების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №23 დადგენილებაში (სსმ, 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი-190020020.35.129.016274) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანასების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წარმატებული სპორტსმენი – ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სახელით მოასპარეზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ასევე საქართველოს ჩემპიონატში ჭიათურის სახელით მოასპარეზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილები (ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია არ არის სავალდებულო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სასპორტო სკოლების აღსაზრდელებისათვის); გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი, რომელიც რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია არ არის სავალდებულო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სასპორტო სკოლაში მოღვაწე მწვრთნელისათვის);“; ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემისა და ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების წესის“ მე-3 მუხლის: ბ.ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ (პირადი განცხადების შემთხვევაში);“; ბ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ჭიათურის ან საქართველოს სახელით ასპარეზობის დამადასტურებელი საბუთი (პირადი განცხადების შემთხვევაში);“; ბ.გ) მე-4 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მწვრთნელობის დამადასტურებელი საბუთი (პირადი განცხადების შემთხვევაში); ვ) ცნობა მწვრთნელის რეგისტრაციის ადგილის შესახებ (პირადი განცხადების შემთხვევაში);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები