დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.135.016317 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №7 დადგენილებაში (გამოქვეყნებული ვებგვერდზე: matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.135.016313) შევიდეს ცვლილება და №1 დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) – შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან (გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), ხოლო ნარჩენების მართვის კოდექსით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სასამართლოში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები