ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.131.016001
51
31/08/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
000000000.00.131.016001
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 №51

2023 წლის 31  აგვისტო

ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ  საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების წესის  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15, მე-17 პუნქტების შესაბამისად:

1. განხორციელდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფლებში მდებარე სახელწოდების  არმქონე  ქუჩების სახელდება №1 დანართის სახით მოცემული  სიტუაციური რუკების და დანართი №2-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების შესაბამისად, არაბული ციფრების გამოყენებით.

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს  ცენტრალური საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. განკარგულება  გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება გაეგზავნოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ  გამოქვეყნდეს  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე Kobuleti.gov.ge.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30).

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           დ. მჭედლიშვილი