დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.024177 |
|
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის №99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის №99 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2022, 340170000.10.003.023307) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა.“; ბ) მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პოტენციური ბენეფიციარი – სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს; ბ) ბენეფიციარი – სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, რომლებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულებები;“; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში ერთ მუნიციპალიტეტში გაშენებული უნდა ჰქონდეს ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივის არანაკლებ ხუთ მეპაიეს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში ერთ მუნიციპალიტეტში გაშენებული ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღი. 2. პოტენციური ბენეფიციარის ან/და მისი არანაკლებ ხუთი მეპაიის საკუთრებაში არსებული ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღები, რომლებიც გაშენებულია სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 ჰა-ს.“; გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს მიერ უნდა დასტურდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღ(ებ)ის არსებობა.“; დ) მე-5 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება შესანახი მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარით.“; დ.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს; „4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივარი/მაცივრები.“; დ.დ) მე-6 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი შესანახი მაცივრები.“; ე) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირებიდან ერთ-ერთის მიერ მომზადებული დასკვნა წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესანახი მაცივრ(ებ)ის ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;“; ვ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირებიდან ერთ-ერთის დასკვნა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები