დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.137.016680 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014; 010260020.35.137.016121), კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის,
ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. სამსახურის საშტატო ნუსხა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომ – მოხელე) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება: მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან (შემდგომში – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან (შემდგომში – განყოფილების უფროსი) და სამსახურის მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს განყოფილების უფროსი ან ერთ-ერთი მოხელე. 3. ტურიზმის, სპორტისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების (შემდგომში – განყოფილება) საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლითა და განყოფილების უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობას ახორციელებს სამსახურის უფროსი ან განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 4. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას; ბ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; გ) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი აღზრდის და კულტურული ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პროგრამების მართვას; ე) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კუთხით წინადადებების მომზადებას და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობას; ზ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და მათ განხორციელებას; თ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, მემორიალური, რელიგიური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურული ფასეულობების აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას, პოპულარიზაციას; ი) თეატრალური, კინო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგებისა და განათლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, დაცვას და პოპულარიზაციას; კ) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესით დადგენილი პროგრამების განხორციელებას და ადმინისტრირებას; ლ) აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა დაცვის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო სექტორთან და დაინტერესებულ პირებთან. უწევს პოპულარიზაციას პროგრამებსა და პროექტებს. ხელს უწყობს მოსახლეობის, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. მუხლი 4. ტურიზმის, სპორტისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) უზრუნველყოფს ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციათა მომზადებას, ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადებას და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციულ უზრუნველყოფას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავებას, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადებას; გ) ტურისტული მარშრუტების მომზადებას, შემუშავებას და მათი პრაქტიკული რეალიზებისათვის ხელშეწყობას; დ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გეგმის, ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შექმნას და განხორციელების მხარდაჭერას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესაქმნელად სპეციალური პროგრამების შემუშავებას; ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას, სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას, მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას; ვ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელშეწყობას; ზ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას; თ) როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედებითი ჯგუფების გასვლითი სამუშაოებისათვის გამოფენების მოწყობის ხელშეწყობას, შემოქმედებითი კოლექტივების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენებისათვის გასამართავ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში, ოლიმპიადებში, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის ხელის შეწყობას; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლას და მათი უფლებების და ინტერესების დაცვას გენდერული პოლიტიკის გატარების მიზნით; კ) საერთაშორისო გენდერული პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით, გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით ადიგენის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში; ლ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას და მათ განხორციელებას; მ) ადგილობრივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობას. მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები