„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016679
57
30/08/2023
ვებგვერდი, 04/09/2023
010250050.35.137.016679
„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2023 წლის 30 აგვისტო

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის  წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022;  010250050.35.137.016593), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში სპორტსმენის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, ხოლო გუნდური სპორტის სახეობაში, გუნდის კაპიტნის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები, არასრულწლოვნის შემთხვევაში, სპორტსმენის გუნდის კაპიტანის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოსწავლის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები. არასრულწლოვნის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის  პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა, კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო გუნდურად საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გუნდის კაპიტნის/ხელმძღვანელის პირადი ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები; არასრულწლოვნის შემთხვევაში, მოსწავლის/ გუნდის კაპიტანის  ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები და არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა, კანონიერი წარმომადგენლის უფლებმოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერის ჯილდოს მისაღებად კურსდამთავრებულმა/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) კურსდამთავრებულის/არასრუწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად;

გ) კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენლის პირადი  საბანკო რეკვიზიტები;

დ) კურსდამთავრებულის, ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კურსდამთავრებულის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი ან/და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ვ) კურსდამთავრებულის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი